მეგობართა კლუბი
მეგობართა კლუბი – ერთობლიობა საერთო მიზნების განსახორციელებლად , სიყვარულითა და მშვიდობით !
დაუნის სინდრომის გამომწვევი მიზეზი დადგენილი არ არის.
დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი შესაძლებელია ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს სოციალური მიკუთვნებულობის, რასისა და ასაკის მიუხედავად.
ყველა სხვა ბავშვის მსგავსად, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი საკუთარი შესაძლებლობების, ტემპის, მიხედვით სწავლობს და აქვს ინდივიდუალური მსგავსებები და განსხვავებები.
დაუნის სინდრომი არ არის დაავადება (იგი სინდრომია, მდგომარეობა).
დაუნის სინდრომი არ არის მემკვიდრეობითი.
დაუნის სინდრომი თანაბრად გვხვდება გოგოებშიც და ბიჭებშიც.
წინასწარ ვერ იტყვი, როგორ განვითარდება დაუნის სინდრომის მქონე ესა თუ ის ბავშვი.
ბავშვს ან აქვს დაუნის სინდრომი, ან არა. ეს ყველაფერი ქრომოსომებზეა დამოკიდებული.
ყველა ბავშვის მსგავსად, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები სხვადასხვანაირები არიან და თავისი სუსტი და ძლიერი მხარეები აქვთ.
დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების გონებრივი და სოციალური შესაძლებლობები ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ შეფასებული. ადრეული განვითარების პროგრამების, ჰარმონიული ატმოსფეროს, კარგი პედაგოგებისა და განათლების, ასევე პოზიტიური მოლოდინების შემთხვევაში, დაუნის სინდრომის ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა თავიანთი პოტენციალი სრულად გამოავლინონ. რა თქმა უნდა, ამის თქმა სხვა ნებისმიერ ბავშვზეც შეიძლება.