ჩემს შესახებ.


ნათია თოდუა უკვე 18 წლის დედამიწიდან. დაიბადა 1996 წელს დევნილობის პერიოდში იძულებით გადაადგილების გამო თბილისში. თოთო ბავშვობა გაატარა ყოფილი პოლიციის აკადემიის კორპუსში, სადაც არსებობა  საცოდავად განაგრძეს დევნილებმა. დაამთავრა გალის რაიონ სოფელ ნაბაკევში Nმე-13 საჯარო სკოლა. წელს ჩაირიცხა კავკასიის ბიზნეს სკოლაში სადაც საცოდავად სტუდენტობს :).ცდილობს იყოს მუსიკოსი. მომღერლების სიაში პირველ ადგილს ანიჭებს Janis Joplini. ცხოვრობს პროვინციაში , გლდანში დასთან ერთად,რომელიც გერმანიიდან ჩამოსვლის შემდეგ უმძიმეს დეპრესიაშია, პროვინციაში არსებობის გამო .გლდანში იმდენ მეგრელთან ერთად განაგრძობს არსებობას რომ თავი გალში ჰგონია. უყვარს და ეშინია ზღვის ! აწუხებს ფიქრი იმაზე რომ მისთვის განკუთვნილ დროში ის სასურველს ვერ მოასწრებს. მისი აზრით მისთვის დრო ძალიან ცოტაა. ძალიან არის დარწმუნებული ქალ-ვაჟურ სიყვარულის არ არსებობაში. არის მოლოდინში , რომ გახდება ნათია თოდუა ადამიანი!

Leave a comment